"ბათუმში მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე რამაზ დევაძის შეწყალების საკითხზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.
უფლებადამცველის თქმით, დევაძის შეწყალების ერთ-ერთი რეკომენდატორი ჭიდაობის ფედერაცია იყო, რომელსაც გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს.
"რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაციები - მათ შორის კრივის ფედერაცია. ფეხბურთისაც კი არის - აჭარის, როგორც მახსოვს. ძალიან ბევრი ადამიანია. მათ შორის არიან სასულიერო პირები. არაერთი სასულიერო პირია, რომელებიც შედიოდნენ დევიძესთან. მას ჰყავს მოძღვარი. აღმსარებელია.
ტოჩინოშინიც არის რეკომენდატორთა შორის. განცხადებაც შეიტანა, რომ შეეწყალებინათ ეს ადამიანი"- თქვა ადვოკატმა.