აქცია “სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა დიღმელაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს სოციალურ ქსელში პასუხობს.
"შედარებით მოვიცალე და ახლავე გამოგითვლი, ჯიგარო...
მშპ-ს რეალური ზრდა 2013-2018 წლის ჩათვლით, წლიურად, საშუალოდ, 3.8% გქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მუხლჩაუხრელი შრომით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება უფრო ვზარალობთ, ვიდრე უმაგისოდ, დავუშვათ, მუხლჩაუხრელობამ საშუალო წლიურ 4.5% ზრდამდე აგიწიათ მარკა.
გასულ წელს ჩვენი მშპ ერთ სულზე $4,345.5 იყო. იმ შემთხვევაში თუ კურსი აღარ გაგექცათ და საშუალო 3.8-ის ნაცვლად 4.5% დადეთ (დააფასეთ, რამხელა ოპტიმიზმია) $10 000-მდე მიღწევას დასჭირდება 18 წელი.
ანუ ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში, გვთავაზობ 2037 წლამდე, კიდევ ოთხი ვადით ჩაგიხაროთ მუხლები.
შენა, ძმაო, თავი მართლა კობზონი ხო არა გგონია?" - წერს დიღმელაშვილი.
გუშინ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოქალაქეზე არის 4 ათას დოლარზე ცოტა მეტია.