ხატია სიჭინავა: სააკაშვილმაც შეიწყალა გირგვლიანის მკვლელი, მარგველაშვილმა ბავშვების მკვლელი, ერთი შეცდომა ყველას ეპატიება

ხატია სიჭინავა: სააკაშვილმაც შეიწყალა გირგვლიანის მკვლელი, მარგველაშვილმა ბავშვების მკვლელი, ერთი შეცდომა ყველას ეპატიება

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერია, პრეზიდენტის მკვლელების შეწყალებას შეცდომას უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ კვლავ პრეზიდენტის მხარდამჭერად რჩება და ერთი შეცდომა ყველას ეპატიება.

"ასეთ სერიოზულ საკითხებში არაკომპეტენტური ვარ. მაგრამ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ჩემთვის მკვლელების შეწყალება მიუღებელია.

თუმცა, თავის დროზე გირგვლიანის მკვლელიც შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა ბავშვების მკვლელი გამოუშვა. ასეთი შეცდომები ყველა პრეზიდენტს მოსდის. რა თქმა უნდა, არ უნდა ეპატიებოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველას მოსდის", - განუცხადა სიჭინავამ "2020NEWS"-ს.

ხატია სიჭინავა კვლავ ზურაბიშვილის ერთგულ მხარდამჭერად რჩება. "იცით რა? ყველა ადამიანი ვართ და შეცდომა ყველას მოსდის. ალბათ ერთი შეცდომის გამო ადამიანს ხაზს ვერ გადაუსვამ. საინფორმაციო გამოშვებებსაც ძალიან იშვიათად ვუყურებ, ამიტომ არ ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა.

ქვეყანას გამოადგა თუ არა - არ ვიცი. ყველაფერს დრო გვაჩვენებს და ამას კომპენტენტური ადამიანები გადაწყვეტენ", -განაცხადა სააგენტოსთან საუბარში ხატია სიჭინავამ.

28 აგვისტოს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის მკვლელობისთვის და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები.