„კეთილი ენება და სათითაოდ გასცნობოდა თითოეულ ქეისს“ - ქარსელაძე სკანდალურ შეწყალებებზე

„კეთილი ენება და სათითაოდ გასცნობოდა თითოეულ ქეისს“ - ქარსელაძე სკანდალურ შეწყალებებზე

მომღერალი ნინი ქარსელაძე ირწმუნება, რომ "ნიუპოსტზე" გავრცელებული ინფორმაცია - "მე ნინი არ ვარ" - ქარსელაძე პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებაზე დასმულ კითხვას გაურბის" სიმართლეს არ შეესაბამება.

ჟურნალისტის მიერ მისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისა და მასალის გასვლის შემდეგ ქარსელაძემ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ იმყოფება, ნომერზე კი ჟურნალისტს მისმა მეგობარმა უპასუხა.

მომღერალი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია.

"პრეზიდენტის დამოკიდებულება შეწყალებებთან დაკავშირებით ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ჩემი აზრით, მას შეეძლო ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა შეწყალების სიებს, კეთილი ენება და სათითაოდ გასცნობოდა თითოეულ ქეისს. სამწუხაროა, რომ ის ერთ-ერთი მთავარი უფლება, რომელიც პრეზიდენტს აქვს ჩვენს ქვეყანაში, ვერ შეძლო და სწორად ვერ გამოიყენა. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი პრინციპების წინააღმდეგ მიწევს წასვლა და ამ ყველაფრის თქმა. მკვლელი და ნარკორეალიზატორი ჩემთვის სინონიმებია!!!! პ.ს. პრეზიდენტის სასახლე მგონი, მოჯადოებულია, შეწყალების თემებზე"- წერს მომღერალი "ნიუპოსტის" საპასუხოდ.