"არ გამოვრიცხავ, რომ წულუკიანი ივანიშვილს აშანტაჟებდა" - ანა დოლიძე

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ჰყავს და ორივე ქალი მინისტრია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

რით აიხსნება მისი დაწინაურება, რომლის გადადგომას სამოქალაქო სექტორი წლებია ითხოვს და რა სტრატეგიით მოქმედებს "ოცნება", ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს¬ ესაუბრა.

„წულუკიანის გადადგომის საკითხი მეც არაერთხელ დავსვი. მას არც ერთ რეფორმაში არა აქვს რაიმე მიღწევა. საზოგადოებრივ ცენტრებს რომ ხსნის, ეს წულუკიანის მიღწევაა? 8 წელია მინისტრია და ერთადერთი, რასაც "მიაღწია", სასამართლოში ბაკქანალიაა.

ის გუნდის წევრია და აქვს ინფორმაცია კლანის შეთანხმებებზე, სასამართლოს ამბებიც კარგად იცის, მაგალითად, ის, თუ რატომ გადაიფიქრა "ოცნებამ" სამართლიანობის აღდგენა. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ წულუკიანი ივანიშვილს აშანტაჟებდა", - აცხადებს დოლიძე „კვირის პალიტრასთან".

სოციალისტი ანა ნუ ხარ ლამაზი, მოგ...იტაცებს თამაზი!
თამაზია ლოთი, ჯიბეში აქვს ბოთლი,
ამოიღებს დალევს, გადაკოცნის ანებს!
5 წლის უკან
სოციალისტი არ გაათრაქა ამ ლამაზმა ქალმა?! რამდენჯერ ივეცი ჭკვიანური რჩევა, მაგრამ რად გინდა?! - მაინც თავისას უბერავს, უკუღმართულს!
5 წლის უკან