საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას კითხვის მიმართა, მიაჩნია თუ არა გამართლებულად ხელოვნური აბორტის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა.
“დღემდე არ არსებობს ქვეყნებს შორის კონსენსუსი, თუ როდის შეიძლება, ეს უკავშირდება სიცოცხლის დაწყებას, დასაწყისად რა ითვლება ამაზე არ არის ქვეყნებში კონსესუსი. ამიტომ, ჩვენ ემბრიონს/ფეტუსს მივიჩნევთ თუ არა სიცოცხლის საწყისად და იცავს თუ არა მას სიცოცხლის უფლება, რაც ადამიანის გარანტირებული უფლებაა, ამაზე ქვეყნებს შორის ჯერ არ არის კონსესუსი. არის ქვეყნები, სადაც აკრძალულია, მაგრამ ისეთი პრობლემები იჩენს თავს, რომელიც უკავშირდება ქალთა უფლებებს. კერძოდ ქალების უფლებებს, მათი ჯანმრთელობის და არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით. ასევე, ამ საკითხს უკავშირდება გაუპატიურების შედეგად ფეხმძიმობა, იგივე არასრულწლოვნის დაფეხმძიმების ფაქტები, როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი ასეთ დროს. ამიტომ ეს ძალიან სენსიტიურ მიდგომებთან არის კავშირში და რაც ყველაზე მთავარია, სტრასბურგის სასამართლო ამას ყოველთვის ქალის არჩევანის სასარგებლოდ წყვეტს ხოლმე,” – განაცხადა უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატმა.
დეპუტატის კითხვაზე, რომ მას არა საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ კანდიდატის პირადი აზრი აინტერესებს, თამარ ალანია ასე უპასუხა – “ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახება – სამი შვილის დედა ვარ.”
სხვათაშორის, ფოტოსურათით ნატო ვაჩნაძეს გავს, ლამაზი ქალბატონია.
სხვათაშორის, ფოტოსურათით ნატო ვაჩნაძეს გავს, ლამაზი ქალბატონია.