თამარ ალანია:  “არ ვიცი, ზურაბ ადეიშვილი კარგი ადამიანია თუ ცუდი… მე თქვენზეც ვერ ვიტყვი, კარგი ადამიანი ხართ თუ ცუდი”

თამარ ალანია: “არ ვიცი, ზურაბ ადეიშვილი კარგი ადამიანია თუ ცუდი… მე თქვენზეც ვერ ვიტყვი, კარგი ადამიანი ხართ თუ ცუდი”

“არ ვიცი, ზურაბ ადეიშვილი კარგი ადამიანია თუ ცუდი,”- ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს, რომელმაც ყოფილი გენერალური პროკურორის შეფასება სთხოვა.

“არ ვიცი. მე თქვენზეც ვერ ვიტყვი, კარგი ადამიანი ხართ თუ ცუდი. ბრალდებულებზეც არ ვამბობთ, ის კარგი ადამიანია თუ ცუდი. ის არის ან დამნაშავე ან უდანაშაულო,”- განაცხადა თამარ ალანიამ ლევან გოგიჩაიშვილის პასუხად.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს, 23 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატის მოსმენა დაიწყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.