ენდრიუ დაიკი: გვიხარია , რომ უნიკალური და ყველაზე განვითარებული სამედიცინო სერვისი შემოგვაქვს რეგიონში და სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლას ქუთაისში შევძლებთ

ენდრიუ დაიკი: გვიხარია , რომ უნიკალური და ყველაზე განვითარებული სამედიცინო სერვისი შემოგვაქვს რეგიონში და სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლას ქუთაისში შევძლებთ

გვიხარია , რომ ეს სიახლე შემოგვაქვს რეგიონში . უნიკალური და ყველაზე განვითარებული სამედიცინო სერვისი , რომლის საშუალებითაც ბავშვებსა და მოზარდებში სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლას აქ ქუთაისში შევძლებთ,- ამის შესახებ IBA ჯგუფის გაყიდვების მენეჯერი ევროპაში ენდრიუ დაიკი ,,იმედის კვირასთან" საუბრობს.

,,IBA პროტონის თერაპიის სისტემას მსოფლიოს წამყვანი სამკურნალო ცენტრები იყენებენ. გვიხარია , რომ ეს სიახლე შემოგვაქვს რეგიონში . უნიკალური და ყველაზე განვითარებული სამედიცინო სერვისი , რომლის საშუალებითაც ბავშვებსა და მოზარდებში სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლას აქ ქუთაისში შევძლებთ",- აცხადებს ენდრიუ დაიკი

რეგიონში პირველი, ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისში განთავსდება.  ეს იქნება  სიმსივნით დაავადებული უჯრედების განადგურების პირველი ეფექტური მეთოდი , რომელიც ჯერ კიდევ ბევრი ევროპული ქვეყნისთვის ხელმიუწვდომელია . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული კვლევით ცენტრის მშენებლობას ფონდი ,,ქართუ" აფინანსებს, რომელმაც ისტორიული პროექტისთვის მილიარდი ევრო გამოყო.

ულტრათანამედროვე , ძვირადღირებული ტექნოლოგიით აღჭურვილი ,,ადრონული „ თერაპიის ცენტრი , ის რაც ჯერ კიდევ ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის ფუფუნებად რჩება,  საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ნაწილი გახდება. სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა უახლესი ტექნოლოგიით თანამედროვე ამაჩქარებლით -ციკლოტრონით , ამ ცენტრში დაიწყება. ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი იქნება.