გია ვოლსკი:  ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ ეს საზღვარი მან დაადგინა, მაგრამ მიანიშნა იმ ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია

გია ვოლსკი:  ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ ეს საზღვარი მან დაადგინა, მაგრამ მიანიშნა იმ ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია

ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ ეს საზღვარი მან დაადგინა და განსაზღვრა, მაგრამ რეალობაში მიუჩინა, მიანიშნა იმ ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლკსიმ ჟურნალისტებთან ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკის თქმით, ე.წ საზღვარი წინა ხელისუფლების პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით არის განსაზღვრული და ოკუპანტები აღნიშნულით ხელმძღვანელობენ.

„ეს არის თემა, რომელზეც შეიძლება ვედაოთ საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის თემა, რომელიც მთელი მსოფლიოს დღის წესრიგშია. რასთან მიმართებაში გადმოსწიეს, სადმე იცოდით, არსებობს საზღვარი სადმე? საზღვარი არის განსაზღვრული 2007 წლის სააკაშვილის ბრძანებულებით, რომელიც იმეორებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ საზღვარს. ჯიპიარესებით დარბიან ახლა და ამ საზღვარს მიყვებიან. რასაკვირველია, ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ ეს საზღვარი მან დაადგინა და განსაზღვრა, მაგრამ რეალობაში მიუჩინა, მიანიშნა იმ ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სოციალისტი შეეშვით სააკაშვილს! საქმეს მიხედეთ, საქმეს! იმ საზოგადოებას სადაც ადამიანს, რომელიც არამწარმოებლური შრომით არის დაკავებული აქვს 10- ჯერ, 100-ჯერ და კიდევ მეტად მეტი ანაზღაურება აქვს ვიდრე მას ვინც პროდუქტს ქმინის (მაგალითად ტელეგადაცემის წამყვანს ვიდრე მაღაროს მუშას, ან მეტალურგიული ქარხნის მეფოლდეს, მესიმინდეს...) დიდი დღე არ უწერია, მისი ეკონომიკა ვერ განვითარდება, ჩამოიშლება და სახელმწიფო ვერ შედგება . მიკვირს ეს ეკონომიკის პროფესორები პაპავა, გიორხელიძე, ცუცქირიძე, დონდუა, გოცირიძე.... რატომ ვერ ხვდებიან ამას, რა ისწავლეს, ვინ ასწავლათ თუ ყველანი ვინიპუხები არიან?!
5 წლის უკან