რომან გოცირიძე ანაკლიის პოტენციურ ინვესტორ „მერიდიანზე“ - მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისთვის მიყიდვა

რომან გოცირიძე ანაკლიის პოტენციურ ინვესტორ „მერიდიანზე“ - მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისთვის მიყიდვა

საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ანაკლიის კონსორციუმის“ პოტენციურ ინვესტორ „მერიდიანთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ასევე, გოცირიძე occrp.org-ის სტატიას აზიარებს სათაურით „ყაზახეთის საიდუმლო მილიარდელები“, რომელიც „მერიდიანს“ ეძღვნება.

„მთავრობამ განაცხადა, რომ სწავლობს ანაკლიის პროექტში ყაზახური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო კორპორაცია ”მერიდიანის” მონაწილეობას. თუ ამ მასალას დავუჯერებთ, რომელიც ამ კომპანიის შესახებ მოგვითხრობს, მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი. ეს კომპანია არის ყაზახეთის ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების მიერ სახელმწიფო ნავთობდოლარების (შავი ფულის) ოფშორებში გატანის შედეგად წარმოქმნილი გაუმჭვირვალე სტრუქტურა. მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისათვის მიყიდვა.

ამ კერძო კორპორაციის კაპიტალის თავდაპირველი(შეიძლება ამჟამინდელიც) წყარო არის ყაზახური ”კაზმუნაიგაზი”, სერიოზული კავშირებით რუსეთთან. მისმა შვილობილმა კომპანიამ, ”ყაზტრანსგაზმა” თბილისის გაზის გამანაწილებელი სისტემა ” ყაზტრანსგაზთბილისი” იყიდა და მერე გაკოტრების პირას მიიყვანა.

ჩემი აზრით, არსებობს საფრთხე, რომ მთავრობა დათანხმდეს ამ კორპორაციის მონაწილეობაზე ”ანაკლიის კონსორციუმში”. ამ კომპანიის მესაკუთრეებთან დაკავშირებულია საქართველოში ყაზახური ბიზნესით შექმნილი სტრუქტურების ქართველი მეწილეები, რომლებიც შემდეგ ივანიშვილის პარტნიორები გახდნენ( მაგალითად, ვაკეში ორი ”დაგრეხილი” ”აქსისის” შენობაში).

ანაკლიას სჭირდება სუფთა ფული და დასავლური ზურგი.

ის, რომ ხელისუფლებამ იძულებული გახადა ამერიკული მეწილე გასულიყო ანაკლიის პროექტიდან და კონსორციუმის დამფუძნებლები ცაიტნოტში ეძებენ მის შემცვლელს, ეს არ ამართლებს საეჭვო ფულის გაჩენას მის კაპიტალში. ნებისმიერ შემოთავზებაზე მთავრობა ისედაც წავიდოდა წინააღმდეგ, განვითარებული მოვლენების ლოგიკიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ის უცნაური შემთხვევაა, როცა ივანიშვილი შეიძლება დათანხმდეს. ეს კი ყველა ჩემს ზემოთჩამოთვლილ ეჭვებს გაამართლებს“, - წერს გოცირიძე.

სოციალისტი საქართველოს ერთ-ერთი გაუნეიტრალებელი საფრთხე თქვენ ხართ რომან!
5 წლის უკან
სოციალისტი ამერიკული მეწილე იმ კონსორციუმში თავიდანვე ნომინალურად იყო ჩართული, ალბათ ამერიკის სპეცსამსახურების მიერ, რათა ჩინელი ინვესტორებისათვის ამოეკვეთათ ფეხი! გვაქვს ლეგიტიმური კითხვა - 42% წილი, რომელიც კონსორციუმში ამერიკულ "კონტი ჯგუფს" ჰქონდა დარეგისტრირებული რა იყო, თამასუქი (დაპირება), საკუთარი ქონებითი გარანტია თუ ფულადი სახსრები შეიტანა ანაკლიის კონსორციუმის ანგარიშზე?! როგორც კონსორციუმის საჯარო ისტორიიდან ჩანს თუ ვინმე იყო თაღლითი მაგ კონსორციუმში ეს იყო "კონტი ჯგუფი"!
5 წლის უკან
სოციალისტი სწორედ "კონტი ჯგუფის" მავნებლურმა საქმიანობამ, უფრო სწორად უსაქმობამ გამოიწვია ყველა ის უბედურება რაც ბატონ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს დაატყდა თავს! "კონტი ჯგუფს", რომ გაეხორციელებინა რეალური ინვესტიციები, ფულადი სახსრები მიემართა პორტის მშენებლობაში დარეგისტრირებული 42% წილის პროპორციულად, პორტის მშენებლობა დღეს დამთავრების ფაზაში იქნებოდა და ვერც ვერავინ გაუბედავდა ამ პროექტის განხორციელაბას ცხადად თუ ფარულად შეწინააღმდეგებოდა!
5 წლის უკან
სოციალისტი ახალი საქართველოს გარიჟრაჟზე, 90-იანი წლები, ამ გოცირიძისთანა უვიცი და ამავე დროს ურცხვი მატყუარა რომ იყო ქვეყნის მთავარი ფინანსისტ-ეკონომისტი იმიტომ ვართ ამ დღეში, რაშიც ვართ!
5 წლის უკან