გუშინ ღამით, კურორტ ბეშუმში გათოვდა. ბოლო ინფორმაციით, თოვლის საფარის სიმაღლე ბეშუმში 4 სანტიმეტს აღწევს. ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს.
კურორტ „ბეშუმის" დირექტორი, ემზარ ბოლქვაძე ამბობს, რომ კურორტზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე დამსვენებელი. მისივე ინფორმაციით, ბეშუმს მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის.
ხვალიდან ბეშუმში, ისევე როგორც მთელი აჭარის ტერიტორიაზე, გამოიდარებს.