ინტერვიუ შაშკინთან (video)

ინტერვიუ შაშკინთან (video)

დიმიტრი შაშკინის პირველი ინტერვიუ საქართველოდან წასვლის შემდეგ. მეცხრე არხის ამერიკის ბიუროს კორესპონდენტმა თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი მერილენდში ჩაწერა. ყოფილი მაღალჩინოსანი ვაშინგტონთან ახლოს ძვირადღირებულ აპარტამენტში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან წასვლის პოლიტიკური და მორალური უფლება ჰქონდა, ახლა კი ისვენებს. ,,არ მივატოვებ ჯარისკაცებს არც მშვიდობის და არც ომის დროს",-ამ ცნობილი ფრაზის ავტორი დღეს აცხადvideo)ებს, რომ მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს, რადგან ქვეყანა საომარი მდგომარეობის დროს არ მიუტოვებია. რაც შეეხება ფინანსურ დარღვევებსა და თავდაცვაში დატოვებულ ვალებს. მილიონობით დავალიანებაზე პასუხისმგებლობას შაშკინი ბაჩო ახალაიას აკისრებს.