რუსთავში სკოლის მოსწავლე მარიხუანასგან გათიშული იპოვეს

რუსთავში სკოლის მოსწავლე მარიხუანასგან გათიშული იპოვეს

რუსთავში, შარტავას გამზირზე მოსწავლე უგონო მდგომარეობაში ნახეს.

ცენტრალურ საავადმყოფოს „ემერჯენსის“ მორიგე ექიმის სულხან სამხარაძის განცხადებით, მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული, რის გამოც გონება დაკარგა.

ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რუსთავის #21 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში არ მისულა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია.