ედუარდ სააკაშვილის სახელით ყალბი განცხადება გავრცელდა

ედუარდ სააკაშვილის სახელით ყალბი განცხადება გავრცელდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება მიხეილ სააკაშვილის ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის სახელით, რომელიც დეზინფორმაცია აღმოჩნდა და ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა.

“ვიღაცამ მოიგონა ჩემი პოლიტიკური განცხადება – მსგავსი არაფერი დამიწერია. ოდესმე პოლიტიკაში მოსვლა თუ მომინდა (არ ვაპირებ) ასეთი უაზრო განცხადებით ნამდვილად არ ვიზამ.”- წერს ედუარდ სააკაშვილი.