სისტემა უნდა დაინგრეს

სისტემა უნდა დაინგრეს

სისტემა უნდა დაინგრეს, იმიტომ, რომ უნდა გათავისუფლდეს ქართველი ხალხი ვინმე ინდივიდის ან პოლიტიკური პარტიის ტყვეობისაგან,- ამის შესახებ " შენების მოძრაობის" ლოდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "სირცხვილია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"2020 წელი ეპოქალური ცვლილების არჩევნები უნდა იყოს. ეს არამარტო საჭიროა, არამედ შესაძლებელიც არის, იმიტომ, რომ დღეს, ამ პროცესს სამოქლაქო საზოგადოება ლიდერობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკური პარტიები იძულებულები უნდა გავხდეთ, რომ ხალხის დაკვეთას გავყვეთ და არა, პირიქით. არჩევნები უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ კონკურენციად და არა მტრობად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

Maverick რომელი სისტემა?!
თქვენ შესახებ თუ აცხადებთ, თქვენ კარგა ხნის დანგრეულები და გადანგრეულები ხართ, აწი თავიდან ვეღარ აშენდებით, რადგან ქართველმა ხალმა ჩადრეჩხათ და დაგანგრიათ არაქართული უნარ-ჩვევებისათვის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
4 წლის უკან
Maverick უკაცრავად, "ჩაგრეჩხათ"-ს ნაცვლად ჩაგრეცხათ უნდა იყოს, მაგრამ "ჩაგრეჩხა(თ)"-ც არ არის ცუდი...
4 წლის უკან