რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ექსპერტი ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. ინფორმაცია თავად აბაშიძემ დაადასტურა. მისი თქმით, თავისი საქმიანობის შესახებ ვრცლად დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, სადაც მას სპეციალურ წარმომადგენლად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. შეგახსენებთ, ზურაბ აბაშიძე 2000 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 2000-2004 წლებში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.