ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს,  ღალატი და მავნებლობაა

ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს,  ღალატი და მავნებლობაა

ანაკლიის პროექტთან მიმართებით მოგეხსენებათ, რომ კონტრაქტის მიხედვით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის მართვაში გამოცდილი, იმ ტიპის ინვესტორის მოზიდვა ევალებოდა, რომლის გამოცდილებასა და რეპუტაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვები არ იარსებებდა. მეტიც, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებდნენ, რომ პროექტის განხორციელებაში აუცილებლად მიაჩნდათ სწორედ დასავლური ინვესტიციების მოზიდვა.

მნიშვნელოვანია იმის გახსენებაც, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაზე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ანაკლიის განვითრების კონსორციუმს მიენიჭა უპირატესობა, ის იყო, რომ მათ ამერიკული „კონტი ჯგუფი" ჰყავდათ პარტნიორად. შემდგომში, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამერიკული „კონტი ჯგუფი" საერთოდ გავიდა პროექტიდან და სწორედ ამ ფონზე, მამუკა ხაზარაძეს, ჩვენი ქვეყნისა და დასავლეთის პარტნიორებისთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს. ეს არის ღალატი და მავნებლობა.