გიორგი ცუცქირიძე: ხაზარაძე  ინგლისურ კომპანიად გვისაღებდა პრორუსულ ინვესტორებს და მეტიც,  პრეტეზიასაც კი უყენებდა სახელმწიფოს რატომ დაიწუნეთო

გიორგი ცუცქირიძე: ხაზარაძე  ინგლისურ კომპანიად გვისაღებდა პრორუსულ ინვესტორებს და მეტიც,  პრეტეზიასაც კი უყენებდა სახელმწიფოს რატომ დაიწუნეთო

მამუკა ხაზარაძის სურს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ჩართოს ვითომდა ინგლისელი ინვესტორები, რომლებიც რეალურად, რუსეთში მოქმედი, პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული ყაზახი ბიზნესმენები არიან,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ,, მაიკლ პომპეოს" განცხადებასაც იხსენებს, სადაც პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ როცა ანაკლიის პორტის მშენებლობა დასრულდება, საქართველოს პოზიცია დაცული გახდებოდა რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკური გავლენებისგან.

,,მამუკა ხაზარაძის სურს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ჩართოს ვითომდა ინგლისელი ინვესტორები, რომლებიც რეალურად, რუსეთში მოქმედი, პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული ყაზახი ბიზნესმენები არიან. მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, უცხოურ მედიაში არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს. ამასთანავე, ლოჯისტიკურ პროექტებთან მათი ძირითადი კავშირი, რუსეთში აეროპორტის წილების ფლობით შემოიფარგლება. „Meridian Capital Limited"-ი რუსეთში 15 აეროპორტს ფლობს. სულ ცოტა ხნის უკან, მაიკ პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დასრულდება, რითიც საქართველოს პოზიცია დაცული გახდებოდა რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკური გავლენებისგან. ამის მიუხედავად კი ხაზარაძე კი ინგლისურ კომპანიად გვისაღებდა პრორუსულ ინვესტორებს და მეტიც პრეტეზიასაც კი უყენებდა სახელმწიფოს რატომ დაიწუნეთო. ამიტომაც, სკანდალებს და ანგაჟირებული, უსაფუძვლო განცხადებების კეთებას, ურჩევნია დროულად შეასრულოს ანაკლიის პროექტში მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები",- წერს გიორგი ცუცქირიძე

სოციალისტი რა პრორუსული ინვესტორი, ინვესტორები, რას ბოდავთ?! ენგურჰესი ამერიკელებმა აგვიშენეს, ბათუმის პორტი ბრიტანელებმა, ფოთის გერმანელებმა ხომ?! დინამოს სტადიონი ავსტრალიელებმა და მეტროპოლიტენი იტალიელებმა.... ასე იყო ხომ თუ რამე მეშლება?! კინაღამ გამომრჩა პოლონელების წვლილი ქართულ ენერგეტიკაში - ვ. ი. ლენინის ინიციატივით 1923 წლის 16 იანვარს შთს-მ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 1923 წლის I კვარტალში, თბილისის საბჭომ, ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირიო სახსრებიდან მიიღო ოქროს 750 ათ. მანეთი. შემდგომ წლებშიც სსრკ-ის მთავრობა სისტემატურად ეხმარებოდა მშენებლობას ფინანსურად. რა იყო მაინც, რა დრო იყო, როგორ გვჩაგრავდნენ ეს მამაძაღლი რუსები?! )))
4 წლის უკან