თუ იქნება ობიექტური დასაბუთება, რომ ეს კომპანია რუსული ინტერესების გამომხატველია, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით და ამ შემთხვევაში მთავრობის მხარეს დავიჭერთ

თუ იქნება ობიექტური დასაბუთება, რომ ეს კომპანია რუსული ინტერესების გამომხატველია, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით და ამ შემთხვევაში მთავრობის მხარეს დავიჭერთ

„თუ იქნება ობიექტური დასაბუთება, რომ იგი შეიცავს საფრთხეს, რადგან ეს კომპანია რუსული ინტერესების გამომხატველია ან შეიძლება ხვალ რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, ბუნებრივია ჩვენ ამას დაუპირისპირდებით, – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე კომპანია ,,Capital Limited”- თან დაკავშირებით, რომელიც ხაზარაძემ სახელმწიფოს და საზოგადოებას ინგლისურ კომპანიად წარუდგინა.

ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მანამდე ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებას ანაკლიის პროექტში რუსული ინტერესების გატარებაში სდებდნენ ბრალს, დღეს ხაზარაძეს მოუწოდებენ ახსნას რუსული ინტერესების მქონე კომპანიასთან მისი კავშირები.

„თუ იქნება ობიექტური დასაბუთება, რომ იგი შეიცავს საფრთხეს, რადგან ეს კომპანია რუსული ინტერესების გამომხატველია ან შეიძლება ხვალ რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, ბუნებრივია ჩვენ ამას დაუპირისპირდებით და არავითარ შემთხვევაში არ გავატანინებთ და ამ შემთხვევაში დავიჭერთ მთავრობის მხარეს, მაგრამ ჩვენ მთავრობას არ ვენდობით, არ ვენდობით არაფერში“, – აცხადებს რომან გოცირიძე.