“მე რომ დღეს თბილისში ვიყო” – რას გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილი?

“მე რომ დღეს თბილისში ვიყო” – რას გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ექს- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოში ყოფნის შემთხვევაში დღევანდელ აქციაზე აუცილებლად წავიდოდა და რუსთაველზე შეკრებილ „სირცხვილიას" აქციის წევრებს შეუერთდებოდა.

"მე რომ დღეს თბილისში ვიყო, აუცილებლად შევუერთდებოდი გულანთებულ ახალგაზრდებს რუსთაველზე. საქართველოში უნდა გათენდეს!" - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„ერთად ერთის წინააღმდეგ"- ამ სლოგანით დღეს, 20 სექტემბერს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" საპროტესტო აქცია თბილისში პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

აქცია 20 ივნისს ე.წ. გავრილოვის ღამიდან 3 თვის თავზე გაიმართება და მას, ორგანიზატორთა განმარტებით, მასშტაბური სახე ექნება. აქციაზე „სირცხვილიას" საქმიანობის ერთწლიან სამოქმედო გეგმასაც წარადგენენ.