რას გვერჩოდი ქალბატონო პრეზიდენტო, რას?

რას გვერჩოდი ქალბატონო პრეზიდენტო, რას?

რას გვერჩოდი ქალბატონო პრეზიდენტო, რას? ძლივს-ძლივობით აგირჩიეთ, მერეც გაპატიეთ ინაუგურაციაზე გაურკვეველი ტიპების მიწვევა, მერეც გიცავდით, მაგრამ ბოდიში ახლა რომ მკვლელების, ძებნილების შეწყალებები ვერ მოგითმინეთ, - ასე ეხმიანება პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი და "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ნინო ჯღარკავა.

როგორც ჯღარკავა წერს, ხალხს თუ აევსება მოთმინების ფიალა, პასუხს აუიცლებლად მოსთხოვს პრეზიდენტს.

"რას გვერჩოდი ქალბატონო პრეზიდენტო რას? თქვენი გულისთვის შემოვიხიეთ ტანზე, ავიტანეთ ბულინგი, ცილისწამება, ტროლების შემოსევები, მუქარები, გინება, ათასი უბედურება. ნერვები შევწირეთ, დრო, ენერგია და ძლივს-ძლივობით აგირჩიეთ, მერეც გაპატიეთ ინაუგურაციაზე გაურკვეველი ტიპების მიწვევა, მერეც ,"გაგიპრავეთ" რაღაცეები, დავხუჭეთ თვალი, ისევ გიცავდით, ისევ ვითმენდით და ბოდიში ახლა, რომ მკვლელების ძებნილების შეწყალებები ვერ მოგითმინეთ, ჩვენ ნაცებივით მონები კი არ ვართ, რასაც მიშა დაიყივლებდა და ცხვრებივით აყვებოდა მრევლი. ჩვენ გატანაც ვიცით, ერთგულებაც და თუ ამოგვასხა მოთმინების ფიალამ, მერე პასუხის მოთხოვნაც, ხოდა მოვითხოვოთ იმ პასუხს!" - წერს ჯღარკავა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 35 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 3 განძრახ მკვლელობაში ბრალდებული და ერთი ძებნილი იყო.