„თბილისის ჰამქარი" იმელის შენობის გადახურვას და ნაგებობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენას ითხოვს. ორგანიზაციის წევრის, ალეკო ელისაშვილის თქმით, შენობას 4 წელზე მეტია ახდილი აქვს სახურავი, ამ წლების განმავლობაში შენობაში წვიმს და თოვს შესაბამისად ზიანდება იმელის შენობის ინტერიერი. იმელის შენობა არაბი ინვესტორების კუთვნიოლებაა, როგორც „თბილისის ჰამქრის" წარმომადგენლებმა განაცხადეს არაბი ინვესტორები იმელის შენობის დანგრევას ელოდებიან რადგან ნაგებობის ადგილზე ახალი მრავარსართულიანი შუშის შენობის დადგმას გეგმავენ. ჰამქრის წარმომადგენლები მერიას მოუწოდებენ იმელის შენობა დანგრევისგან დაიცვან.