ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი, 2013 წლიდან საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.