გაერო ავღანეთში მისიას ერთი წლით გაახანგრძლივებს

გაერო ავღანეთში მისიას ერთი წლით გაახანგრძლივებს

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც ავღანეთში ორგანიზაციის მისიის ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს, - ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მისიაში დაადასტურეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ ღამეს ტერორისტულმა თავდასხმებმა ავღანეთში 26 კაცის სიცოცხლე შეიწირა და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია გაეროს მისია, რომელიც ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და დაჯგუფება „თალიბანის“ მოლაპარაკების პროცესშია ჩართული.

გაეროს მისია ავღანეთში 2012 წელს დაიწყო.

17 სექტემბერს „თალიბანმა“ ქვეყანაში კიდევ ერთი ტერაქტი მოაწყო. კერძოდ, ქალაქ ჩარიკარიში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე პრეზიდენტ აშრაფ ღანის სიტყვით გამოსვლის დროს აფეთქება მოხდა. პრეზიდენტი არ დაშავებულა, თუმცა მომხდარის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა.

ორივე აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.

სექტემბრის დასაწყისში დაჯგუფება „თალიბანსა“ და აშშ-ის შორის ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი მოლაპარაკება „თალიბანთან“ მკვდარია. „თალიბანში“ კი დაიმუქრნენ, რომ აშშ მოლაპარაკებების შეწყვეტას ინანებს.