“ეგეც მიშას ისტერიკა იყო… ნაძირალაა ყველა, ვინც ამის მდგომარეობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს”

“ეგეც მიშას ისტერიკა იყო… ნაძირალაა ყველა, ვინც ამის მდგომარეობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს”

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა 13 სექტემბერს განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას გამოეხმაურა, სადაც ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ შეუქმნიან მთავრობას და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.

ჩარკვიანის აღნიშნულ განცხადებას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მეუღლე, “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა:

“არ არის ეს ქალი ჯანმრთელი და ნაძირალაა ყველა, ვინც ამის მდგომარეობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“, – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქზე”, პოსტის კომენტარებში კი სოციალური ქსელის მომხმარებლის საპასუხოდ დასძინა:

“არაფერი არ უნდა – მიშა რასაც ჩასძახებს, ყვირის.
პროპორციული მიშას არ აწყობს სასტიკად.
გრიგოლიასთან რომ შემომივარდა ფული გაქვს აღებული ბიძინასგანო – ეგეც მიშას ისტერიკა იყო.
სხვა ვერ დაითანხმა და ამ ავადმყოფს აყვირებს.

ტალახს ასროლინებს უბრალოდ – თორემ ცოტა გაუგებარია, რასაც ვითხოვ (ორი წელია პროპორციულზე ხმას ვიხლეჩ) – იმას თუ მაძლევენ და ზემოდან ფულს მიმატებენ კიდევ, პრეზიდენტად ამირჩიონ- მაგარი როჟა ვყოფილვარ”

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე თაკო ჩარკვიანის შეფასებას გამოეხმაურა და მის განცხადებას ტყუილი და ცილისწამება უწოდა.

კაპანაძის თქმით, მისი განცხადება არა მწვავე შეფასება, არამედ ბინძური ცილისწამება იყო.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა 13 სექტემბერს განაცხადა:

„რამდენადაც ვიცი, ყველა ვთანხმდებოდით, რომ არ უნდა ვითანამშრომლოთ „ოცნებასთან“. ვფიქრობ, ეს დიდი ხნის გაფორმებულია და ამისთვის მემორანდუმი სჭირდებათ? მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ოცნებასთან“. არასერიოზული საუბარი ყოველთვის თაღლითობა მგონია, მომიტევონ, მაგრამ ამასაც კვლავ რაღაც თაღლითობის სუნი ასდის“.