ექიმების პროტესტი (video)

ექიმების პროტესტი (video)

პორტის თანამშრომლების გარდა ფოთში ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებიც არიან გაფიცული. სამედიცინო პერსონალის პროტესტის მიზეზი საავადმყოფოდან ოფთალმოლოგ ლია ცომაიას გათავისუფლება გახდა, რასაც ექიმები "პოლიტიკური ნიშნით დევნად და ბოლშევიკური მეთოდებით ანგარიშსრწორებად" აფასებენ. ამ დროისთვის ექიმები მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების პაციენტებს ემსახურებიან და აცხადებენ, რომ გაფიცვას ლია ცომაიას სამსახურში აღდგენამდე გააგრძელებენ. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე განსხვავებული მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს ყელ-ყურის ექიმი არსენა ტუღუშიც. 
გაფიცულები დღესვე შექმნიან საორგანიზაციო კომიტეტს, რომელიც პარლამენტში მოსმენებს დაესწრება და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდება. სიტუაციის გამოსწორებას გაფიცული მედპერსონალი ამის შემდეგ ელოდება.