ფოთში კვლავ დაძაბულობაა - პორტის 300-მდე თანამშრომელმა უვადო გაფიცვა გამოაცხადა. ამ წუთებში ისინი პორტის შესასვლელთან არიან შეკრებილი. გაფიცულები პორტის მენეჯმენტს ხელფასების გაზრდისა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის თაობაზე პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ ფოთის პორტის თანამშრომლები 10 ოქტომბერს გაიფიცნენ და სამუშაოს ხელმძღვანელოსბისგან მიღებული პირობის შემდეგ დაუბრუნდნენ, რომლის მიხედით გაიზრდებოდა ხელფასები, შეიქმნებოდა ღირსეული სამუშაო პირობები და გაფორმდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულებები. გაფიცულები აცხადებენ, რომ დღემდე არც ერთი პირობა არ შესრულებულა. რას ითხოვენ ამჯერად გაფიცულები - ფოთის პორტიდან პირდაპირ ეთერში გვერთვება ლაშა ზარგინავა.