„თუ ოდესმე მომენატრება რუსეთში ცხოვრება, შევალ ჩემს აყროლებულ სარდაფში და იქ ვიცხოვრებ”

„თუ ოდესმე მომენატრება რუსეთში ცხოვრება, შევალ ჩემს აყროლებულ სარდაფში და იქ ვიცხოვრებ”

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელიც თავის დროზე დიდი ზარ-ზეიმით ჩავიდა რუსეთში, დღეს ქვეყანას ნაწყენი ტოვებს და არც თუ ისე სახარბიელო სიტყვებით ამკობს მას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ნიურეზიუმი" ავრცელებს.

"თუკი ოდესმე ისეთი ცხოვრება მომენტარება, როგორიც რუსეთში მქონდა, აუცილებლად შევალ აყროლებულ ფარდულში საცხოვრებლად" - აცხადებს დეპარდიე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მორდოვიაში ბინადრობის ნებართვა აქვს, არასოდეს ჩავა რუსეთში. მან გაყიდა ის ორი სახლი, რომელიც თავის დროზე პუტინმა აჩუქა, გროზნოსა და სარანსკში. გროზნოში მისი სახლი 15 მილიონ რუსულ რუბლად იყო შეფასებული.

არაგველი641 ამ შემთხვევაშიც სიმართლემ გაიმარჯვა!
5 წლის უკან
Katana თავის დროზე, იმისათვის, რომ ფრანგული კანონებით გათვალისწინებული გადასახადები არ გადაეხადა, რუსეთს შეაფარა თავიც და ქონებაც... პუტინმა ორი სახლი აჩუქა, თურმე... ახლა ის ნაჩუქარი სახლებიც გაყიდა (საჩუქარშიც მაყუთი გააკეთა) და ლანძღვა-გინებით დატოვა ქვეყანა...
პუტინისაც და რუსეთისაც!.. მაგრამ კაცი ჰქვია ახლა მაგას?
საქონელი ყოფილა!
5 წლის უკან