როგორ შეიფუთება ხაზარაძის გადაწყვეტილება, ჯერ არ ვიცით

როგორ შეიფუთება ხაზარაძის გადაწყვეტილება, ჯერ არ ვიცით

თუ ხაზარაძე დადგება არჩევანის წინაშე -  ახალი არჩევნები, თუ მთავრობის ჩამოყალიბება, მთელ პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად... ხაზარაძე იქნება ყველასთან ერთად, სადაც “ნაციონალური მოძრაობაც“ არის - ამის შესახებ “2020NEWS” ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა და ასე შეაფასა მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელმაც მომავალში “ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკური თანამშრომლობა გამორიცხა.

“მთავარი, რაც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა არის ის, რომ იგი არასოდროს ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან, ამიტომ ივანიშვილს, რომ დასჭირდეს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ხაზარაძისა და მის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების პარტიის ხმა იგი ამ ხმებს ივანიშვილს არასდროს შეაწევს. ხაზარაძე ფაქტობრივად გაწირეს დაპატიმრებისათვის და მის მიმართ დევნის შედეგიც არის ანაკლიის პორტის ჩაძირვა ,“თიბისი ბანკზე“ ზეწოლა“ და პოლიტიკური ზეწოლა სხვა ადამიანებზე მათ შორის “ტვ პირველის“ დამფუძნებელზეც. ივანიშვილი ხაზარაძეზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ არის გადაკიდებული და ეს არის მთავარი. ვინ არის ელექტორატი ხაზარაძის? პირველ რიგში მისი ამომრჩეველი არის ის ადამიანები,რომლებიც “ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს და ისინი აღარასდროს არ დაუჭერს მხარს მათ , რა თქმა უნდა, ეს ხმები ვიღაცებისკენ გადაიხრებოდა, წავიდოდა ხმები. ეს ელექტორატი ის ადამიანებია, რომლებიც ამბობდნენ, რომ არც სააკაშვილი და არც ივანიშვილიო, სწორედ ამ ველზე გამოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე მამუკა ხაზარაძე. ბუნებრივია ხაზარაძის განცხადება, რომ არ ითანამშრომლებს “ნაციონალურ მოძრაობასთან“ სწორედ ამ ელექტორატისკენ არის მიმართული, რომლებიც მისი ხმების მთავარი ყულაბაა. მე მგონია, რომ ეს ხაზარაძის საარჩევნო ტაქტიკა უფროა ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება. ასეთი ალტერნატივა, რომ დადგეს, ხაზარაძის ხმები აღმოჩნდეს გადამწყვეტი ხელისუფლების შექმნისა, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად თუ ივანიშვილთან და ინაშვილთან ერთად სწორედ ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით ინიშნება ახალი არჩევნები რაც ხაზარაძესაც არ აწყობს ან ოპოზიციურ გაერთიანებას მისცემს ხმას, ეს სულაც არ ნიშნავს,რომ იგი “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ქმნის რაღაცას. გაერთიანებული ოპოზიცია არ არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ყველა გარდა ივანიშვილისა. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთელმა ოპოზიციამ თუ ვერ შეაგროვა იმდენი ხმა, რომ აყალიბებს მთავრობას და ვერც “ქართულმა ოცნებამ“, მაშინ ახალი არჩევნები ინიშნება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი შეძლებს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას. თუ ხაზარაძე დადგება არჩევანის წინაშე ახალი არჩევნები, თუ მთავრობის ჩამოყალიბება მთელ პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფორმირება იქნება ეს, რომ იგი არ არის “ნაციონალური მოძრაობასთან“ ერთად , ხაზარაძე იქნება ყველასთან ერთად სადაც “ნაციონალური მოძრაობაც“ არის. როგორ შეიფუთება მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას “თიბის ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სამოქალაქო მოძრაობა “ლელო“ ჩამოაყალიბა, რომელიც შემდგომში პოლიტიკურ პარტიად ფორმირდება და 2020 წლის არჩევნებში საკანონმდებლო ორგანოში მანდატებითვის იბრძოლებს.