“ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს მხარს დაუჭერს, რითაც ისინი რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვენ. ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს „ქართული ოცნება“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამდაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების კონტექსტში უნდა მოექცეს.

"ქართული ოცნების" მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გაზრდა. ზაფხულში, ხელისუფლების მიერ დაწყებული ისტერიკა ვიხილეთ, რაც რუსეთიდან ტურისტების შემოდინებას და იმას ეხებოდა, რომ რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების მსხვერპლი ქართული ეკონომიკა გახდებოდა. სტატისტიკას გადახედეთ, რომელიც საპირისპიროს გვაჩვენებს. კერძოდ, იმას, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და რუსეთი არ არის ტურისტების შემოსვლის რაოდენობის თვალაზრისით პირველ ადგილზე. შვიდი წელია, ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკა არის, რომ ქვეყანა გახადოს დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკურად. მათი ამოცანაა, ეს დამოკიდებულება გაღრმავდეს. სანქციების საკითხის წამოწევა კი არა, საქართველოს ოკუპაციის თემა საერთაშორისო დღის წესრიგიდან არის გამქრალი. უპატრონოდ არიან მიტოვებული მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ღია ანექსიას. გამოსავალია ხელისუფლების შეცვლა, რის შემდეგაც ჩვენ საერთაშოტისო ბერკეტებს ავამოქმედებთ, რომელიც ქვეყანის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს და რუსეთს შეახსენებს, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს”, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

 

 

tngh გაცვდა უკვე "ნაც-ოპოზიციის" დემაგოგია და სასაცილო გახდა... სამტრედიასთან რკინიგზა ხომ არ გადაგვეკეტა...
4 წლის უკან
trampi ამ ქალს ჯერ მარტო სიფათზე ეკუთვნის სროკი

ავადმყოფი

მტრისას .....ჩემი მტრის ოჯახში შევიდეს ..
4 წლის უკან