მოადგილეების წარდგენა (video)

მოადგილეების წარდგენა (video)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს საზოგადოებას მოადგილეები წარუდგინა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ლევან დოლიძე დაიკავებს, რომელიც იმავდროულად თავდაცვის უწყების საპარლამენტო მდივნის ფუნქციას შეასრულებს. მისი მუშაობის ძირითად მიმართულება თავდაცვის სამინისტროში გასატარებელი რეფორმები იქნება, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის ამაღლებას გულისხმობს. ლევან დოლიძე თავდაცვის უწყებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით გაუწევს კოორდინირებას.