აკაკი ზოიძე:  მამუკა ხაზარაძის მოძრაობასთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ

აკაკი ზოიძე: მამუკა ხაზარაძის მოძრაობასთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ

„თუ არ იქნებიან დესტრუქციული ოპოზიცია, მომავალი გვაჩვენებს. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ მამუკა ხაზარაძის მოძრაობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან საეჭვოა, რომ მამუკა ხაზარაძე მის მომხრეებთან ერთად უმრავლესობით მოვა.

„დიდი იმედი მაქვს, ეს არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი საფრთხე რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება, ეს არის საზოგადოების პოლარიზაცია, სიძულვილი და შუღლი. დღეს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი სწორედ ამ სცენარით მოქმედებს და ეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას აზიანებს და არა ხელისუფლებას.

ჩვენ თანამშრომლობას გამოვრიცხავთ ერთადერთ დესტრუქციულ ოპოზიციასთან. თუ არ იქნებიან დესტრუქციული ოპოზიცია, მომავალი გვაჩვენებს. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. დღევანდელი მდგომარეობით გამოვრიცხავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტებთან თანამშრომლობას. სხვა პროგნოზები ახლა არასაიმედოა პოლიტიკაში მით უფრო, როდესაც პროპორციულ არჩევნებზე ვსაუბრობთ.  ძალიან დიდი ეჭვი მეპარება ისინი უმრავლესობით მოვიდნენ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა. სახელად კი მის მოძრაობას „ლელო“დაარქვა.

მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლაში ილია ჭავჭავაძეც ახსენა და თქვა, რომ 112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძის მკვლელობა და დღეს, 12 სექტემბერს მისი მოძრაობის პრეზენტაცია დამთხვევაა.

 

 

გამი ეს ტიპი ალაოთაა?!
4 წლის უკან