აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიღებაზე წესები გაამკაცრა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიღებაზე წესები გაამკაცრა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე თანხმობა მისცა. კერძოდ, ცენტრალური ამერიკიდან აშშ-ში ჩასვლის უფლება იმ მიგრანტებს ექნებათ, რომელთაც მექსიკა თავშესაფრის მიცემაზე უარს ეტყვის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაციამ თავშესაფრის მიღების ახალი პოლიტიკის შესახებ ივლისში განაცხადა, თუმცა სან-ფრანცისკოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი აღსრულება მაშინ შეჩერდა.

როგორც BBC წერს, ეს ახალი წესები უდიდეს წილად ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ცენტრალური ამერიკიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიგრაციას ფეხით გადიან.

საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.