„ლელო“ - მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელი ცნობილია

„ლელო“ - მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელი ცნობილია

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. ამის შესახებ მან ანაკლიაში პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, მიზნების მიღწევის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი და ამ მოძრაობას ერქმევა „ლელო“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება 9 ივლისს დააანონსა.

ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი.

მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი.

„ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება„, - აღნიშნა ხაზარაძემ.