ვნახე აზრთა გაცვლა-გამოცვლა ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე - ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს

ვნახე აზრთა გაცვლა-გამოცვლა ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე - ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს

საქართველოს ნატო-ში ისე გაწევრიანების იდეა, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს, დღეს ნატო-ში ინტერესს არ იწვევს, – ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" გააკეთა.

მისივე თქმით, მას არ სჯერა, რომ მსგავსი იდეა დღეს არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, დროულია.

„მე ვნახე საქართველოში მიმდინარე დისკუსია, საქართველოს ალიანსში ისე გაწევრიანების შესახებ, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ორ რეგიონზე. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ ნატო-ში ინტერესს, რომ ეს საკითხი განიხილოს. ასევე არ მჯერა, რომ არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, ეს იდეა დროული იყოს. ნატო-ში საქართველოს საელჩო აქტიურად უწყობს ხელს მეტ საქართველოს ნატო-ში, და მეტ ნატო-ს საქართველოში, რაც მოიცავს მკაფიო და კონკრეტულ იდეებს. ეს არის მართებული მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულადაც. ნატო-ს ატლანტიკური საბჭო სულ მალე იქნება საქართველოში, რათა განიხილოს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის განიხილება საქართველოს დახმარება იმ რეფორმებში, რომელიც დაეხმარება საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში", – წერს აპატურაი.

გამი იყაყანეთ ახლა რასმუსენის "იდეაზე!, ვაი, თქვენს პატრონს! ყოჩაღ თამარ ჩუგოშვილს/ ირონიის გარეშე/; წაიკითხეთ მისი კომენტარი რასმუსენის "იდეაზე. ისე, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალი თავის შემადგენლობაში რომ შეიყვანოს, რას იზამს მაშინ მე-5 პუნქტი?! ვაი, თქვენს პატრონს, პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები კი არა, პოლიტმახერები და ანალები ხართ!
4 წლის უკან
tngh რასმუსენის განცხადებამ ბევრი "წუწკი" პოლიტიკოსის ლუსტრაცია მოახდინა. ტ/კ "აქუვიზიაზე", ტ/კ "ემავიზიაზე", ტ/კ "ჭუტავიზიაზე" ... ტ/კ გვარამიაზე" ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ "ნაც-ოპოზიციის" წარმომადგენლები, დაწყებული ბოკერიადან და დამთავრებული ელისაშვილით აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის "ნატოს" წევრობაზე გაცვლის თემაზე... იმედია, არჩევნების დროს საზოგადოება გაითვალისწინებს ყოველივე ამას...
4 წლის უკან
სოციალისტი მაგ აპატურაის, სტოლტენბერგს, მერკელს, ტრამპს არავინ ეკითხება ჩვენს ნატოში შესვლა-გამოსვლას, მთავარია რას იტყვიან ბოკერია, გვარამია და სააკაშვილი, ელენეო ხოშტარია და სალომე სამადაშვილი...!
4 წლის უკან