“რუსთავი 2“- ზე “კურიერს“ თამარ ურუშაძე და ანუკა ქინქლაძე წაიყვანენ

“რუსთავი 2“- ზე “კურიერს“ თამარ ურუშაძე და ანუკა ქინქლაძე წაიყვანენ

“2020NEWS“-ის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ “რუსთავი 2“-ის 9 საათიან “კურიერს“ თამარ ურუშაძე ან ანუკა ქინქლაძე წაიყვანს. როგორც, ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ სააგენტოს განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს შერჩევითი პროცესები. “საინფორმაციოს აუცილებლად წავიყვან, მაგრამ ეს იქნება თუ არა 9 საათიანი “კურიერი“ ჯერ არ ვიცი, რადგან შიდა შერჩევები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ვინ იქნება წამყვანი“, - განუცხადა თამარ ურუშაძემ “2020NEWS“-ს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს ყოფილი ჟურნალისტები უბრუნდებიან. თავის დროზე სხვადასხვა უწყებების პრეს-სამსახურებში გადასული რეპორტიორები აქტიურ ჟურნალისკიტაში დაბრუნებას გეგმავენ. მათ შორის არიან დავით კაკულია და ნათია მღებრიშვილი.

ნათია მღებრიშვილი, რომელიც შს სამინისტროს პრეს-სამსახურში მუშაობდა, "რუსთავი 2"-ს უბრუნდება. მან აღნიშნული ინფორმაცია “2020NEWS“-თან საუბარში დაადასტურა.

“გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ “რუსთავი 2“-ში ვბრუნდები. გუნდს ორშაბათიდან შევუერთდები და რეპორტიორი ვიქნები“, - განუცხადა მღებრიშვილმა “ 2020NEWS“-ს.

აღნიშნული კითხვით, სააგენტომ დავით კაკულიასაც მიმართა, რომელიც ამჟამად ქეთევან ციხელაშვილის სამინისტროშია დასაქმებული, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა და მიზეზად შვებულება დაასახელა.

"ამ ეტაპზე ჩემს სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მსურს. ახლა შვებულებაში ვიმყოფები“ , - განუცხადა სააგენტოს დავით კაკულიამ.

შეგახსენებთ, გუშინ სააგენტოსთვის ასევე ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ “კურიერს” ნინო შუბლაძესთან ერთად, ხათუნა ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით, არც ადასტურებს და არც უარყოფს არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია. “ჩვენი არხის მეშვეობით გაიგებთ ყველა სიახლეს, ვინ მოვა და ვინ იმუშავებს “რუსთავი 2″-ზე, ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია”, – განუცხადა “2020NEWS“-ს პაატა სალიამ.

ცნობისთვის, “რუსთავი2“-ზე ამ დრომდე არ გადის არც საინფორმაციო და არც სხვა გადაცემები. როგორც არხის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ „2020NEWS“-თან საუბარში განაცხადა, საინფორმაციო ბადე 16 სექტემბერს განახლდება არხზე.

სოციალისტი მინდა ამ მშვენიერ წამყვანებს ვუყურო... გადაარქვით ეს წყეული სახელი - რუსთავი2, გადააქვით, არაფერი ბრენდი ეგ არ არის, არ დაიჯეროთ! კომპანიაც განვითარდება და მაყურებელიც შეგემატებათ!
4 წლის უკან