პირები, რომლებიც ხაზარაძესა და გახარიას შორის შუამავლები იყვნენ, ამ დრომდე არ გამოკითხულან

პირები, რომლებიც ხაზარაძესა და გახარიას შორის შუამავლები იყვნენ, ამ დრომდე არ გამოკითხულან

 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პირები, რომლებიც ხაზარაძესა და გახარიას შორის შუამავლები იყვნენ, ამ დრომდე გამოკითხული არ არიან.

''მამუკა ხაზარაძემ დაასახელა ადამიანები, რომელთაც იმ საღამოსვე გაუზიარა წერილის არსებობის შესახებ. მან დაასახელა ბიზნესმენები, რომელთანაც ჰქონდა საუბარი, დაასახელა შეხვედრა ბიზნესმენების, სადაც ამაზე ისაუბრა. პროკურატურას არც ერთი მათგანი არ გამოუკითხავს, ისე განაცხადა მეორე დღეს, რომ გამოძიების საფუძველი არ ჰქონდათ. ველოდებით შემდეგ რამეს, ხაზარაძეს დასახელებული ჰყავს ადამიანები და ეს ადამიანები გამოიკითხონ, შეუძლიათ ბევრი სხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარონ და ეს ანაბეჭდები შეადარონ ბაზას, რომელიც გააჩნიათ და დაუსვან მარტივი კითხვა, საიდან აღმოჩნდა, ეს ანაბეჭდები იმ წერილზე''- განაცხადა ზვიად კორძაძემ.

''თიბისი ბანკის'' დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, ხაზარაძემ გამოკითხვისას მასსა და გიორგი გახარის შორის მოქმედი შუამავალი დაასახელა, თუმცა აღნიშნული პირი გამოკითხული არ არის.