„მე პირადად ეს იდეა მომწონს“

„მე პირადად ეს იდეა მომწონს“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების მასპინძლობისას, სიტყვით გამოსვლისას ინიციატივით გამოვიდა, აშშ-მა ან ევროკავშირმა საქართველოში კონფლიქტების საკითხებში წარმომადგენელი დანიშნოს, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი მიესალმება.

მან „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ეს ინიციატივია საინტერესოა, თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული.

„ეს პრაქტიკა არსებობდა; აშშ-სა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებს საგანგებო წარმომადგენელი საქართველოში ჰყავდათ დანიშნული, თუმცა ამ ინსტიტუტმა მუშაობა შეწყვიტა, რადგან მათი საგზაო რუქა, განხორციელების თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული, სრულიად იგნორირებული იყო სააკაშვილის მიერ, მაგრამ აღდგენის კუთხით, ფართომასშტაბიანი კონსულტაციები უნდა ჩატარდეს.

„მე პირადად ეს იდეა მომწონს და პოზიტიურადაც ვუყურებ. საინტერესო თემაა, მაგრამ არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქართულ მხარეზე," - განაცხადა გია ვოლსკიმ.