ხმაური იყო წუხელ რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმართა ოჯახის წევრები მსჯავრდებულთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ციხის ზედამხედველები პატიმრებს შეურაცხყოფას აყენებებენ და რამდენიმე მათგანი კარცერში უდანაშაულოდ ჩასვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სათანადო მკურნალობის მოთხოვნით, რუსთავის #6 დაწესებულებაში ერთ-ერთმა პატიმარმა ხელი მიიჭედა. მდგომარეობის გასარკვევად წუხელ #16 დაწესებულებაში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი იმყოფებოდა. სოზარ უბარის გამნარტებით, პატიმრებს სიტუაციის მართვის მცდელობა ჰქონდათ.