მაიკ პომპეომ ტრამპის და როუჰანის შესაძლო შეხვედრა დააანონსა

მაიკ პომპეომ ტრამპის და როუჰანის შესაძლო შეხვედრა დააანონსა

აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტები შესაძლოა ერთმანეთს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

CNN-ის ინფორმაციით, პომპეომ თქვა, რომ ტრამპი მზად არის ჰასან როუჰანის ყველანაირი წინაპირობის გარეშე შეხვდეს. მანამდე ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შესაძლებლობა არც დონალდ ტრამპმა გამორიცხა.

ტრამპი და როუჰანი გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრებიან, რომელიც ნიუ-იორკში 24-30 სექტემბერს გაიმართება.

აგვისტოში როუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-ს წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრას მანამ არ გამართავს, სანამ ვაშინგტონი თეირანის ეკონომიკურ სანქციებს არ მოუხსნის.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და თეირანს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ.