„ქართული ოცნების" ჯანდაცვის თემატური ჯგუფი საკუთარ პროგრამას აცნობს სამედიცნო სფეროს წარმომადგენლებს. ჯგუფის ხელმძღვნელი ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა დავითაშვილია. როგორც ის ამბობს, ახალი ხელისუფლების მიზანია საზოგადოების ყველა ფენისთვის სამედიცინო ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს. თავის მხრივ ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ 2013 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 800 მილიონამდე გაიზრდება, რაც შესაძლებელს გახდის არსებული პროგრამების შენარჩუნებასა და ახალი ვალდებულებების აღებას.