“რუსთავი2“-ში პრეს-სამსახურებში გადასული, ყოფილი ჟურნალისტები ბრუნდებიან

“რუსთავი2“-ში პრეს-სამსახურებში გადასული, ყოფილი ჟურნალისტები ბრუნდებიან

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს ყოფილი ჟურნალისტები უბრუნდებიან. თავის დროზე სხვადასხვა უწყებების პრეს-სამსახურებში გადასული რეპორტიორები აქტიურ ჟურნალისკიტაში დაბრუნებას გეგმავენ. მათ შორის არიან დავით კაკულია და ნათია მღებრიშვილი.

ნათია მღებრიშვილი, რომელიც შს სამინისტროს პრეს-სამსახურში მუშაობდა, "რუსთავი 2"-ს უბრუნდება. მან აღნიშნული ინფორმაცია “2020NEWS“-თან საუბარში დაადასტურა.

“გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ “რუსთავი 2“-ში ვბრუნდები. გუნდს ორშაბათიდან შევუერთდები და რეპორტიორი ვიქნები“, - განუცხადა მღებრიშვილმა “ 2020NEWS“-ს.

აღნიშნული კითხვით, სააგენტომ დავით კაკულიასაც მიმართა, რომელიც ამჟამად ქეთევან ციხელაშვილის სამინისტროშია დასაქმებული, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა და მიზეზად შვებულება დაასახელა.

"ამ ეტაპზე ჩემს სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მსურს. ახლა შვებულებაში ვიმყოფები“ , - განუცხადა სააგენტოს დავით კაკულიამ.

ცნობისთვის, ნათია მღებრიშვილი, ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისროში საზოგადოებასთან ურთიერთობას ხელმძღვანელობდა, დავით კაკულია კი ამავე პოსტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში იკავებს.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახური და შესაბამისად, "კურიერი" ეთერში 16 სექტემბერს ბრუნდება.