უკვე ცნობილია ფინანსთა მინისტრის მოადგილეების ვინაობა. საკადრო ოპტიმიზაციის საფუძველზე, მინისტრს 8 მოადგილის ნაცვლად მხოლოდ 4 ეყოლება. პირველი მოადგილის ვაკანტური თანამდებობა ინფრსასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების ამჟამინდელ მინისტრ დავით ნარმანიას ეკუთვნის. გიორგი თაბუაშვილი ხაზინას და ბიუჯეტის დაგეგმარებას გაუწვეს კურირებას. დავით ლეჟავა საგარეო მიმართულებით იმუშავებს და ის საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობებს წარმართავს, ხოლო კიდევ ერთი მოადგილე დავით ებრალიძე საპარლამენტო მდივნის თანამდებობას შეითავსებს. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის უფროსსა და მომსახურების სააგენტოების ხელმძღვანელებს, ამ პოსტებზე მინისტრს კანდიდატურები ჯერჯერობით შერჩეული არ ჰყავს. ამ თანამდებობეზე კანდიდატების ვინაობას ნოდარ ხადური რამდენიმე დღეში, კონსულტაციების დასრულების შემდ გეგმავს