ჩრდილოეთ კორეას აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლება სურს

ჩრდილოეთ კორეას აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლება სურს

ჩრდილოეთ კორეას აშშ-სთან დენუკლეარიზაციის შესახებ მოლაპარაკებების განახლება სურს, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ჩოე სონ-ჰოის თქმით, ისინი მზად არიან, განაახლონ ყოვლისმომცველი დისკუსიები ორივე მხარის მიერ შეთანხმებულ გარემოში.

ეს განცხადებე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები განახლდებოდა.

2019 წლის 30 ივნისს დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ. თუმცა, ტრამპმა სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა. შეხვედრის ინიაციატორი თეთრი სახლი იყო. ეს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მესამე შეხვედრა იყო.

ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, ვაშინგტონი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და  ბირთვულ განიარაღებაზე ჩრდილოეთ კორეისგან პირობების ცალმხრივად შესრულებას მოითხოვს.

ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა. ჰანოიში გამართული შეხვედრა 27 თებერვალს ვადაზე ადრე დასრულდა. მხარეებმა მაშინ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნის თაობასა და ბირთვულ განიარაღებაზე აზრთა რადიკალური სხვადასხვაობაა.