ავსტრალიის ორ შტატში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ავსტრალიის ორ შტატში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ავსტრალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. უცხოური მედიის ცნობით, ძლიერი სტიქია ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთდროულად ორ შტატშია გავრცელებული.

ქუინსლენდსა და ახალ სამხრეთ უელსში ერთდროულად ცეცხლის 100-ზე მეტი კერაა. მეხანძრეებს მათ ლოკალიზებაში ხელს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლით. ასევე ხანძრის გამო ორშაბათს, ქუინზლენდის 11 სკოლა და ახალი სამხრეთ უელსის ოთხი სკოლა დაიხურა. ევაკუირებულია 400-ზე მეტი ადამიანი. ცეცხლი ათასობით ჰექტარზეა გავრცელებული.

მასშტაბური სტიქიის წინააღმდეგ საგანგებო რეჟიმში 500-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.

ვრცელდება ცნობა, რომ დაშავებულია მხოლოდ რამდენიმე მეხანძრე. ჯერჯერობით არ არის მსხვერპლი.

ადგილობრივი პოლიციის ვარაუდით, ტყის ხანძრის კერები განზრახ არის გაჩენილი და ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.