ირანი ქალაქ აბადაში საიდუმლო ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, ირანმა საიდუმლო ობიექტი ივნისში ან ივლისში გაანადგურა, რადგან მისი არსებობის შესახებ ისრაელის დაზვერვამ შეიტყო.
ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით ირანში ჩასულმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრებმა ურანის კვალი აღმოაჩინა საიდუმლო ბირთვულ საწყობში, რომელზეც ისრაელი შარშან საუბრობდა.
ისრაელის პრემიერის ბრალდებებს ირანში უპასუხეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ ნეთანიაჰუს ომის გაჩაღება სურს.
აშშ-ის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ირანი მის მიერ აღებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებაზე უარს აცხადებეს. ასე, ქვეყანაში ურანის გამდიდრებისთვის საჭირო ცენტრიფუგების წარმოება დაიწყო.
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ მას შემდეგ, რაც შეთანხმებიდან აშშ გავიდა და ირანს სანქციები დაუწესა.
2018 წლის მაისში ნეთანიაჰუმ ირანი ბირთვული ბომბის შექმნაში დაადანაშაულა. მაშინ ნეთანიაჰუმ მტკიცებულების სახით ათობით ათასი დოკუმენტი წარადგინა.