ძლიერ ტაიფუნს იაპონიაში მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერ ტაიფუნს იაპონიაში მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა იაპონიაში ტაიფუნ „ფაქსაის“. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, „ფაქსაი“ ბოლო ათწლეულის მანძილზე იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.

სტიქიას თან ძლიერი წვიმა და ქარი ერთვოდა, რომლის სიჩქარეც საათში 210 კილომეტრს აღწევდა. 900 000 სახლს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 130 ავიარეისზე მეტი გადაიდო. ევაკუაციის ბრძანება 390 000 ადამიანმა მიიღო.

ამ ეტაპზე ტაიფუნი წყნარი ოკეანისკენ მიემართება, მაგრამ სინოპტიკოსების ცნობით, წყალდიდობების და მეწყერების ალბათობა მაღალი რჩება.