ირანი ევროკავშირს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

ირანი ევროკავშირს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი თეირანის მიერ ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემცირებაში ევროკავშირს ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება ალი აკბარ სალეჰიმ თეირანში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტის მსვლელობისას გააკეთა. მისი თქმით, ბრიუსელს შეთანხმებიდან გასული აშშ-ის როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ევროკავშირი დაპირებას არ ასრულებს.


„ევროკავშირში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების პირობებს შეასრულებდნენ მანამ, სანამ ამას ირანი გააკეთებდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ევროპელები დადებულ პირობებს არღვევენ“, - განაცხადა სალეჰიმ.


მან ასევე დასძინა, რომ თუ ასე გაგრძელდა, საჭირო დროს ირანი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.


6 სექტემბრიდან ირანმა შეთანხმების მორიგი პირობა დაარღვია და ურანის გამდიდრებისთვის საჭირო ცენტრიფუგების წარმოება დაიწყო. სწორედ ამას უკავშირდება ქვეყანაში საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი.


დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ მას შემდეგ, რაც შეთანხმებიდან აშშ გავიდა და ირანს სანქციები დაუწესა.