„გაიტანეთ წერეთელი" - ინტერნეტით გავრცელებულ ამ სახელწოდების პეტიციას უკვე ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. „თავისუფლების მონუმენტის" დემონტაჟის იდეა ამ დღეებში ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ წამოჭრა. ზურაბ წერეთლის მიერ ვარდების რევოლუციის შემდეგ თბილისისთვის ნაჩუქარი წმინდა გიორგი აზრთა სხვადასხვაობის საგანი, გამოჩენის პირველივე დღიდან გახდა. - წმინდა გიორგი თავისუფლების მოედანზე ნაციონალებმა თავიანთი გამარჯვებისა და მმართველობის სიმბოლოდ აღმართეს: საბჭოთა კიტჩი - ხელგაშვერილი ლენინი - რელიგიური კიტჩით ჩაანაცვლეს; ანუ, ერთი სიყალბე - მეორეთი. ნათქვამია პეტიციაში, რომელიც მონუმენტის დემონტაჟის მომხრეებს აერთიანებს.