რომელი ცნობილი პოლიტიკოსის შვილს დაარტყა ემზარ კვიციანმა

რომელი ცნობილი პოლიტიკოსის შვილს დაარტყა ემზარ კვიციანმა

დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში შვილს, მოძრაობა „სირცხვილია"-ს წევრს, ზუკა ბერძენიშვილს ეხმაურება, რომელსაც დღეს პარლამენტთან აქციაზე თავს დეპუტატი კვიციანი დაესხა.

მომხდარზე ის წერს, რომ კვიციანი მწარედ ინანებს.

„ჩვენი ჯობია. ჩვენი მართალია, იმათი კი მტყუანი. ის მიჩვეულია კონტრაქციებით მანიპულირებას. დღეს 16 საათზე ემზარ კვიციანი ჰყავს „ფალავნად, რომელმაც ჯერ იპროვოკატორა, იუზრდელა (რასაც მწარედ ინანებს), მერე კუნთმაგარ ბიჭებს მოუწოდა, მოდით პარლამენტთან და ავლაგმოთ ეს ანტისაოკუპაციო აქციაო. ოკუპანტების შნირია ამდენი წელია და აბა რა ქნას?

ახლაც „ბრძნულ და ძააალიან დაგვიანებულ შეფასებებს უნდა ველოდოთ „ნაცებთან არ დავდგები პოზიციაზე მყოფი, ოპოზიციონერობის პრეტენზიების მქონე ხალხისგან თუ მაინც ანტისაოკუპაციო აქციის, რუსთაველის ეპიცენტრის დასაცავად ვიხილავთ? არა ოკუპაციას! არა ბიძინას!! არა ბიძინას (თავის გახარია/ღარიბაშვილ/ კვიციანიანა) მეშვეობით საქართველოს ოკუპაციას!!!" - წერს დავით ბერძენიშვილი.

დღეს პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილია"-ს წევრები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებას აპროტესტებენ. იქ შეკრებილ აქტივისტებს შორის ერთ-ერთს, ზუკა ბერძენიშვილს, რომელიც დავით ბერძენიშვილის შვილია, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა.

 

სოციალისტი დავით, უპირველეს ყოვლისა შენს შვილს შენ დაარტყი იმით, რომ უმცროს-უფროსობა არ ასწავლე და შენსავით უზრდელი გამოზარდე.
5 წლის უკან